ჩანაწერები

კვლავ აქტუალურია 1941 წელს ჩერჩილის მიერ წარმოთქმული ისტორიული სიტყვა, განსაკუთრებით ჩვენთვის: "არასდროს დანებდე - არასდროს, არასდროს, არასდროს - არაფერში, დიდში თუ პატარაში, მნიშვნელოვანში თუ წვრილმანში - არასდროს დანებდე, გარდა ღირსების რწმენასა და საღ აზრს. არასდროს დაემორჩილო ძალას, არასდროს დაემორჩილო მტრის აშკარა გადამეტებულ ძლევამოსილებას."


,,ერთხელ ნაპოლეონმა ტალეირანს ჰკითხა: თქვენ ევროპაში საუბრის მეფე ხართ და რა საიდუმლოებას ფლობთ?
ტალეირანმა უპასუხა: როდესაც თქვენ ომს აწარმოებთ, თქვენ ყოველთვის ირჩევთ ბრძოლის ველს, მეც ვირჩევ ნიადაგს საუბრისათვის, მე ვეთანხმები იმას, რაზეც შემიძლია ვთქვა. მე არაფერს ვპასუხობ, საერთოდ მე არავის არ მივცემ უფლებას მომცეს შეკითხვა, თქვენს გარდა, თუ ჩემგან პასუხებს მოითხოვენ ის კითხვები სწორედ მე უკარნახე..''

საფრანგეთის მეფე კარლ IX სამეფო წვეულებებზე პატიჟებდა ყველაზე დახელოვნებულ ჯიბის ქურდებს და ერთობოდა იმაზე ცქერით თუ როგორ პარავდნენ ქურდები სხვადასხვა ძვირფასეულობას და ფულს მოწვეულ სტუმრებს.


პეტრე პირველის მეფობის დროს (1672-1725) ყველა მამაკაცი ვინც ატარებდა წვერს ვალდებული იყო გადაეხადაგადასახადი წვერის ტარებისთვის

ნიკიტა ხრუშოვს საქართველოში ერთერთი ვიზიტის დროს, როდესაც სუფრაზე ხინკალი მიართვეს, აუხსნეს, რომ კუჭის შეჭმა არ იყო აუცილებელი. როცა გაიგო, რომ კუჭები ნაგავში იყრებოდა ხრუშოვმა იქვე მდგარ თავის თანაშემწეს კონფიდენციალური დავალება მისცა ხოლო ცოტა ხნის შემდეგ კი თანაშემწემ მას წარუდგინა "ეკონომიკური" გაანგარიშების შედეგი და აღმოჩნდა, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 250 მილიონი ხინკალი იჭმებოდა და ნაგავში გადაყრილი კუჭების საერთო წონა კი 1 მილიონ კილოგრამს აღემატებოდა.აღნიშნული ფაქტის გამო საქართველოს შუემცირდა ფქვილის მიწოდება


ნაპოლეონს დღეღამეში 3-4 საათი ეძინა და საერთოდაც მიაჩნდა რომ ძილი სულელური ჩვევაა.


                                 ჰიტლერი-ნაპოლეონი
ნაპოლეონი დაიბადა 1760 წელს, ჰიტლერი 1889 წელს (სხვაობა 129 წელი)
ნაპოლეონმა ძალაუფლება მოიპოვა 1804 წელს, ჰიტლერმა 1933 წელს (სხვაობა 129 წელი)
ნაპოლეონი ვენაში შევიდა 1812 წელს, ჰიტლერი 1941 წელს (სხვაობა 129 წელი)
ნაპოლეონმა ომი წააგო 1816 წელს, ჰიტლერმა 1945 წელს (სხვაობა 129 წელი)
ძალაუფლებაში ორივე 44 წლის ასაკში მოვიდა

ომი წააგეს ორივემ 56 წლის ასაკში.



ამერიკის საელჩოში მიღების დროს, აშშ- ელჩმა სიამაყით დაიტრაბახა, რომ შტატ ალაბამაში მათ ყავთ ჯადოქარი, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს. მიღებაზე მყოფმა სსრკ- საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა აუღელვებლად უპასუხა, რომ სსრკ-ში არის შესანიშნავი სპორტსმენი, რომელიც სირბილით თვითმფრინავსაც კი უსწრებს. როდესაც ნიკიტა ხრუშოვმა ამ ფაქტის შესახებ გაიგო, თავის კაბინეტში დაიბარა მოლოტოვი. - ენას რატომ ატლიკინებთ, მიხაილოვიჩ? რომ მოგვთხოვონ ამ სპორტსმენის წარდგენა? - ჩვენ მათ მოვთხოვთ, ჯერ თავისი ჯადოქარი წარგვიდგინონ. - და თუ წარგვიდგინეს? - მაშინ ჩვენ შემოწმებას მოვითხოვთ, მაგალითისთვის სტალინის გაცოცხლებას. - ჩავთვალოთ გააცოცხლა, მერე? - მერე ის რომ ამხანაგო ნიკიტა, შენ თვითმფრინავს კი არა რაკეტას გაასწრებ!


''სტალინის ოხუნჯობა''
ერთხელ ერთ-ერთმა კორესპონდენტმა სტალინს ჰკითხა:
"რატომაა სომხეთის გერბზე არარატის მთა გამოსახული?ის ხომ სომხეთის ტერიტორიაზე არ იმყოფება".
სტალინმა უპასუხა:"თურქეთის გერბზე ნახევარმთვარეა გამოსახული და არც მთვარე იმყოფება თურქეთის ტერიტორიაზე.



,ზოგი ხალხის ისტორია ნისლივითაა, შიგნით არაფერი ჩანს, მხოლოდ აქა-იქ გამოჩნდება ხოლმე მწვერვალები და ისე უმნიშვნელონი, იმავე წამს ნისლით იბურებიან.

ზოგი ქარს ჰგავს: თითქოს გარდასული წინაპრების სული იყვეს აბობოქრებული.

ზოგი თოვლს ჰგავს: ცივია, მაგრამ სპეტაკი და შეურყვნელი.

ზოგი ძვირფას თვალს ჰგავს, ანდა ბნელ ღამეში მბრწყინავ ციცინათელას.

ჩემი ქვეყნის ისტორია კი დედის თვალებიდან ჩამოგორებულ ობოლ ცრემლს მაგონებს''.

გოდერძი ჩოხელი





No comments:

Post a Comment