ციხე ტაძართა საგალობელი
ნეტა ამ ხედებს ქვეყანაზე რა შეედრება
- ციხე-ტაძრები ცად ასულან ლოცვა-ვედრებად.
წევს ვეფხის
ტყავზე
საქართველო
– მზისწილხვდომილი,
თავს დასდგომია
იალბუზი
ხელაპყრობილი.
თითქო
ლოცულობს,
ცად
აღავლენს
ხმათა
ხავერდებს
და საქართველოს დღეგრძელობას გამჩნეს ავედრებს.
თრთის
ვენახები…
თრთის
ყანები…
თრთის
გალავნები…
თრთის საფლავები წმინდანების და ფალავნების…
ზოგი ციხეა
შეკივლება,
ზოგი
– გაფრენა,
ზოგს აუშვია ხომალდივით ნისლი აფრებად.
ზოგი მუშტია, მუქარაა, ზოგი გინება,
ალაყაფებით, ქონგურებით რომ იკბინება!
ზოგი ამაყი
ლილეოა,
ზოგი
– გასროლა,
ზოგიც შორიდან ცის და მიწის მოჩანს სასწორად.
წლებმა
იხუვლა,
იხვართქლა
და
ციხეს
შეება:
ხავსად,
დუმილად,
ჭილყვავებად
და
ბუდეებად.
თვითონაც
მთელი
საქართველო
ერთი
ციხეა,
დაგილეწია,
მტერო,
მაგრამ
ვერ
აგიღია.
დიდება
თქვენდა,
თოროსანო
დიდო
მამებო,
თქვენ
შეგინახავთ,
ენა,
რჯული,
ერი,
სამეფო,
წიგნებს
უსხედხართ…
ვენახდება
ფოლიანტები,
და, საქართველოვ,
სულს
იკაჟებ,
გოლიათდები!
ვინაც
ააგო
ნიკორწმინდა,
სვეტიცხოველი,
დიდება მის ლანდს, მე არა ვარ მეტის მთხოვნელი.
კედლებს
ფრესკებად
შეხიზნულო
წმინდა
დედანო,
ხვედრი თქვენებრი აღარავის გადაეტანოს.
კურთხეულ
იყოს,
ვინც
განსჭვრიტა
კლდეში
ვარძია,
სულით
განათლდეს,
ვინც
აკვანი
მისი
არწია.
ვინაც
პირველად
დაიმღერა
„ვეფხვი
და
მოყმე“,
იმ გუთნისდედას
მზადა
ვარ
ვეყმო!
კირითხურონო,
კალატოზნო,
ოსტატ-შეგირდნო,
თუ სადმე
რამე
ცოდნა
გქონდეთ-ღმერთმა
შეგინდოთ!
ო, ციხის,
ლოდო
ჩამოშლილო,
ჩამომსხვრეულო
-
შენ, ძვალო,
ჩემო,
გატანჯულო
ჩემო
სხეულო.
ო, გოდოლ-ბურჯნო,
გალავნებო,
ნაგებო
მკვრივად,
ნაბზარი
რაა,
ყველა
თქვენი
ნაკაწრიც
მტკივა.
გამისკდეს
მიწა
თუ
შეგბღალო,
თუ
გივერაგო
შენ – საქართველოს ფარ-აბჯარო, ჯაჭვის პერანგო.
ეჰეი, სიმღერით ყელს იღადრავს შენი მგოსანი,
ვაზით
და
ფრესკით
ჩემი
მხარე
მარად
იცნობა
და საქართველოს
ციხეებზე
მზის
შუბოსანი
დგას
მეციხოვნედ
მარადისობა!.. -
შოთა ნიშნიანიძე
------------------------------------------------------------------------------------------------------------
შენ სისხლო ჩემო
შოთა ნიშნიანიძე
------------------------------------------------------------------------------------------------------------
შენ სისხლო ჩემო
შენ – სისხლო ჩემო – სად არ დაღვრილო...
შენ – სად არ გხვრეპდა შავი ყორანი.
ვინ გაგაკვირვოს, რამ გაგაკვირვოს, -
ნადიდგორალი, ნაშამქორალი.
შენ – სისხლო ჩემო – შენი ღვაწლია,
რამაც აქამდე კი მოაღწია:
სვეტიცხოველი... ხანძთა... ვარძია და ისიც, -
რაც მტერს წარუტაცნია...
შენ – სისხლო ჩემო – შენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია...
სიტყვა, რომელიც გეჩოთირება, ვცდილობ, -
გაშორო, რაც შემიძლია...
შენ – სისხლო ჩემო – სისხლო ხნიერო,
დაუცხრომელო და უცნაურო...
საბედნიეროდ, საბედნიეროდ, -
ჰაი, ჰაი, რომ კიდევ ხმაურობ!
მუხრან მაჭარავიანი
------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქართული რუკა
------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქართული რუკა
შენს რუკას _ შენი ბრძოლების სარკეს,
წეწდა და გლეჯდა ბედი წყეული,
ძონძებს ჰგავს შენი მიწა-წყლის თარგი,
დაფლეთილია შენი სხეული,
ბაღ-ვენახიანს, ციხე-ტაძრიანს
შენს სამხრეთს ხურავს ცა გაუხსნელი,
მავანს და მავანს მიუტაცნია,
სხვათა და სხვათა ადგას უღელი.
რაც დღემდის მოგყვა, რაც შეგრჩენია _
კოდორიანი, ალაზნიანი,
თუმც შენი ჰქვია, რაღა შენია,
ისიც გამხდარა სხვათა ზიარი.
მუხას წააქცევს, ლერწამს კი არა,
პირალესილი ამდენი ცული,
რა მოგიშუშებს ამდენ იარას,
რამ მოგირჩინოს ამდენი წყლული!.
და რომ გეხვევა ღრუბელი ბნელი
შორიდან როგორ გიყურო მშვიდად.
ნუთუ დამხობა ჩვენს დროში გელის,
დაუდევრობით შენთავე შვილთა!?
არა, შენ წელში ისევ სწორდები,
რომ კვლავ წამოდგე ბუკით, ნაღარით,
ისევ იწევენ მზისკენ ყლორტები,
შენს ძველ ფესვებზე უხვად ნაყარი.
დიდება ამ დღეს, დიდება ამ დღეს,
ბორკილი ეგდოს ძირს დამსხვრეული,
ლაზარესავით, ხვალ ისევ აღდგეს
დღეს დაფლეთილი შენი სხეული!
გრიგოლ აბაშიძე
------------------------------------------------------------------------------------------------------------
შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ…
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა…
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერი ტაო…
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო…
ანა კალანდაძე
------------------------------------------------------------------------------------------------------------
X X X
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
X X X
სულაც არ მინდოდა - მაინც გამახსენა, წვიმა არ მინდოდა - ზეცამ დამასველა.
ნიავი მინდოდა და ქარი დაქროდა, ყიდვა მინდოდა - ჯიბეში რა მქონდა.
სითბო მინდოდა და ზამთარი მათოვდა, როდესაც მციოდა, არავინ მათბობდა.
ღამე მინდოდა და უცებ თენდებოდა, წუთი მინდოდა და წამად გრძელდებოდა.
მეტირებოდა და ცრემლი გამქრალიყო, ფხიზელს ვეძებდი და ყველა დამთვრალიყო.
კეთილს ვეძებდი და ვპოულობდი ბოროტს, წინ მივდიოდი და სულ მტოვებდნენ ბოლოს.
ჩუმად ვიყავი და ჩუმად, ხმადაბლაო, დავიღლებოდი და რამ დაგღალაო.
ყიდვა მინდოდა - ვკეტავ დაბინდდაო, ჩემს სახლს ვაღებდი - შენ აქ რა გინდაო.
არ ვჩხუბობდი და ჩხუბის ბუნტიაო, არ მომიპარავს - ეგეც ქურდიაო.
რიგში ვიდექი და ეგ აქ დაიცდისო, მართალს ვამბობდი და ამან რა იცისო.
სიცოცხლე მინდოდა და სიკვდილი მეტრფოდა, თბილ სიტყვას ველოდი და არავინ მეტყოდა.
მათხოვარს ვხვდებოდი და ფული მეც არ მქონდა, გვერდს რომ ავუვლიდი, ძუნწს მეძახოდა.
ჯერ ყვავილს დავკრეფდი, სადმე თუ გხვდებოდი, რაში მჭირდებაო, რატომ წუხდებოდი.
ლექსებს გიწერდი და მგონი ვერ არისო, გამომივიდა ესეც მწერალიო.
შველა მინდოდა და არავინ მშველოდა, მეტირებოდა და ყველა მღეროდა.
შორს მივდიოდი და ნეტავ სად ივლისო, გული მტკიოდა და ალბად გაგივლისო.
რატომ დადიხარო დღისით ან ღამეო, სიტყვა არ მითქვამს და უკვე დამღალეო.
ამიტომ ვამბობ და ამიტომ მიკვირსთქო, რომ ვსუნთქავ წუხდებით? მაინც რომ ვიკითხო??..
გიორგი პეტრიაშვილი
------------------------------------------------------------------------------------------------------------
ასპინძას მიდის მეფე ერეკლე
ასპინძას მიდის მეფე ერეკლე,
თათარზე მიჰყავს ქართლის ლაშქარი...
გადაიარეს ბებერ ხერთვისთან,
საათაბაგოს მტვერი აშალეს...
უკან დატივეს ძველი აწყური –
ისიც მრავალი ბრძოლის მომლევი...
ბევრი მტერი გყავს, დიდო მეფეო,
არავინაა შენი მომრევი!
მზე ბრწყინავს შენი ლაშქრის მარჯვენას,
მზე კელაპტარობს იმათ მახვილზე...
სულ გამარჯვებით, ძველით, მხედრებო,
ესმოდეს მიწას თქვენი ძახილი;
შენ გაგიმარჯოს, ხალხის ლაშქარო,
ქართლის ხსენება რომ არ წაშალე!..
გადაიარეს ბებერ ხერთვისთან,
საათაბაგოს მტვერი აშალეს..
ანა კალანდაძე
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
ლადო ასათიანი - ცხრა ძმა ხერხეულიძე
ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?!
საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები,
რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?!
მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭიხვინებს,
ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე!
იმისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა,
აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ!
ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების
თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების?
მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ,
ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს,
ფოლადის ბეგთარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ:
ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ!
ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა,
იწვა სისხლისგან დაცლილი... კურთხეულ იყოს მარაბდა!
ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია? —
დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით…
მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?!
------------------------------------------------------------------------------------------------------------
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!
კოლაუ ნადირაძე
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
ლადო ასათიანი - საქართველოში
საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.
თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით: სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.
საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!
ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
მეგობრისა ვინც მყავდა
მსგავსი
ყველამ გამწირა, _
მეგობრისა ვინც იყო მსგავსი:
მიწაზე ყოფნას
ზოგმა ყოფნა არჩია ცაში.
ზოგი მათგანი
ქვეყნის დამქცევს ჩაუჯდა ნავში:
ტყე აიჩეხა, _
ტყის ადგილას ერთი ხე დავრჩი.
მუხრან მაჭავარიანი
------------------------------------------------------------------------------------------------------------
მესაფლავე
------------------------------------------------------------------------------------------------------------
მესაფლავე
მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც… მომაბეზრე კიდეც თავი;
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს.
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა.
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;
თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა…
სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური…
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური?
„გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.
შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს;
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.
გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,
განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?
უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.
ფიცით ამბობს: „ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,
გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება;
შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი
და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,
ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.
ოჰ, ეს ქალი, ალბათ, დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება…
სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.
საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა,
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
ეხლა? ეხლა კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,
არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;
სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,
თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.
მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა,
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი;
გაიფიქრა: „ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;
უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,
რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული“,
ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.
ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა…
ასე იცის თანაგრძნობამ… შენ კი ისე იღიმები,
თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,
რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება…
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.
როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,
ფიცს არ სტეხენ…
ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.
გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა – ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!
რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა: „შემიყვარდი, შემიყვარდი.
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული…
გამომყევი, ქალო, ცოლად… ძლიერი მაქვს სიყვარული…
მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,
მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.
დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,
და ახალი შევქმნათ ყოფნა… გამომყევი ცოლად ქალო!“
დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი.
შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,
ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია – არა არა…
განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?
მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის,
მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?
აი, ნახავ – აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!
მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო,
მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
„თანახმა ვარ! ერთადერთი, მომავალი მასულდგმულებს…
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,
მე შენი ვარ სამუდამოდ… წამიყვანე, სადაცა გსურს“…
მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა…
სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.
ალბათ, ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა… ხედავ, გადის ხანი,
არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,
საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს
და მოვლასთან ერთად ფერი წართმევია ვარდ-ყვავილებს…
განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო…
თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო…
გენისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი…
რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?
ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა…
ასე ხდება ქვეყანაზე – ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშიც ავიწყდება…
ზარსა სცემენ… იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,
იმ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე…
სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება
იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა… როგორც ხდება…
განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!
No comments:
Post a Comment